ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:
“ნაპოლის” პროტესტი თემურ ჭყონიას – გაყიდვიდან ამოიღე “კოკა-კოლას” ბოთლები ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით. კვარას გამოსახულებაზე უფლებებს მხოლოდ “ნაპოლი” ფლობს.
ნეაპოლური კლუბი საკუთარი ფეხბურთელების რეკლამაში ჩართვას მკაცრად აკონტროლებს. კლუბის პრეზიდენტი მათ უფლებას არ აძლევს, სარეკლამო თანხა დამოუკიდებლად გამოიმუშაონ.
21 ივნისიდან საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. “კოკა-კოლამ” ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული. პირველი ეტიკეტის ბეჭდვაზე ხვიჩა კვარაცხელია იყო, რასაც სხვა მოთამაშეებიც მოჰყვა.”
კომენტარები