„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დაუჭერენ.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამისთვის კომპეტენტური ორგანო არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე. როგორი იყო მაგალითად, ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ..
ყველაფერთან დაკავშირებით ბუნებრივია პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება: ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება, შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში, ეს არის საქართველოში პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ბუნებრივია, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა სრულად იქნება ბუნებრივია უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება”, – აცხადებს კობახიძე.
კომენტარები