FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, სააკაშვილის გადარჩენის ფონდში, რომელსაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვნელობს, 11 500 დოლარი გადაირიცხა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის, რელიზების გასავრცელებლად.
მამუკა მდინარაძე ამის შესახებ აცხადებს:
„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა და თქვა: „მე შევქმენი პეტიცია, მოვაწერინე ხალხს ხელი“ და თურმე არაფერი შეუქმნია – ვიღაცამ დაუწერა, ვიღაც თავის ხალხს უთხრა: „ახლა თქვენც მოაწერეთ ხელი“ და მხოლოდ ამ პატარა, მინი-კამპანიაში, ამ დამაზიანებლობის გავრცელებაში გადაიხადეს 11 500 დოლარი. ეს, რაც, როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა ფურცელზე მოხვედრილიყო. და თქვენ წარმოიდგინეთ, რასაც ეს ხალხი ერთად აკეთებდა თვეებისა და წლების განმავლობაში, ეს რა ჯდება.
მაგრამ მხოლოდ ფული საკმარისი არ არის. ამას სჭირდება მერე სხვა მხრივ მხარდაჭერა, რომელიც, ხედავთ, რომ არსებობს, სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იყრის თავს იმაში, რომ აზიანებენ საქართველოს.
ნაყიდი მხარდაჭერა, ნაყიდი თანაგრძნობა, ნაყიდი ავადმყოფობა, თან მხარდაჭერილი დავალების მიმცემების მიერ – ეს არის, როგორც მინიმუმ ძალიან უხერხული და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს ქვეყანა დგას ევროპის გზაზე. კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ჩვენ ამ ფეიკებს არ უნდა ვებრძოდეთ – ერთად უნდა ვიბრძოდეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
და დღეს ყველა სიტყვაში – რუსული კანონი (მოგონილი ამბავი), რუსული ნაბიჯები, რუსული გამომეტყველება – მივალთ აქამდე. არჩევნებამდე აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ჩემს ჟესტიკულაციაზე შეიძლება თქვან: „რუსული მანერები“ და ამ მდაბიო პიარის, ფეიკის მსხვერპლი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ძალიან ცუდი“
კომენტარები