ნარკოპოლიტიკა საქართველოში – “ძლიერმა საქართველომ” ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ 9 პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
ამ საკითხზე, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად დარგის ექსპერტებთან და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან “ძლიერი საქართველოს” ოფისში შეხვედრა გამართა.
9 პუნქტად გამოვყავით, რომელიც პროგრამაში გვიწერია.
- ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
- ზიგიერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციის საკითის განხილვა.
- დასჯიდან მზრუნველობა-პრევენციაზე გადასვლა.
- ნარკოდამოკიდებულებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების შექმნა.
- პირველადი პრევენციის ინტიტუციური მექანიზმების დანერგვა.
- ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა .
- სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა.
- სკოლის გარემოში ახალგაზრდების ნივთიერების მოხმარებისგან დამცავ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების დანერგვა, მაგალითად ევროპული პრევენციული პროგრამა.
- ნარკოლოგიის პროფესიანალური ასოციაციების და ექსპერტების ყველა შესაბამის რეგულაციების შემუშავებაში ჩართვა.
კომენტარები