პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი:
“სამი შეწყვეტა ხდება, ჩვენ არც ერთი მანდატის შეწყვეტას მხარს არ დავუჭერთ ცალსახად, რაც შეეხება ქალბატონ ელენეს შემთხვევას, ეს თავად მისი მოთხოვნაა.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის შემთხვევას, რეალობა არის ის, მას კეთილი უნდა ენება და დროულად შემობრძანებულიყო პარლამენტში, რა ვალდებულებებიც დააკისრეს მოქალაქეებმა, დროულად უნდა აეღო თავის თავზე. ჩვენ გვესმის რა პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და მისი მანდატის შეწყვეტასაც მხარს არ დავუჭერთ, პირიქით.
ბატონი ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, ოცნების მოქმედებები არც გონივრულია, არც ლოგიკურია, არც პოლიტიკურად გამართლებულია და იძენს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს. უნდა გვესმოდეს, რომ განაჩენი რომელიც დადგა არ არის კანონიერ ძალაში შესული, არ ვიცით, სამი ინსტანცია რომ განიხილავს, რა შედეგი დადგება მის საქმეზე. მეორე – ასეთი პოლიტიკური კრიზის ფონზე – არაგონივრული ნაბიჯია. არათუ მხარს არ დავუჭერთ, წინააღმდეგნი ვართ.
“ოცნების” ქმედება უფრო და უფრო იძენს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს. ეს არის პირდაპირი მუქარა და მესიჯი ოპოზიციური პარტიებისთვის – დაგსჯი იმიტომ, რომ ოპოზიცია ხარ. ოცნება გონივრულობიდან გამომდინარე აღარ მოქმედებს. ოცნებას მოქალაქე აღარ აინტერესებს, მისი ერთადერთი ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნებაა.
კომენტარები