დილიდან პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციონერი დეპუტატები მიდიან. ცოტახნის წინ პრეზიდენტთან თეონა აქუბარდიას აუდიენცია დასრულდა. განხილვის მთავარი საკითხი მოახლოებული არჩევნები, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და დათქმების შესრულება იყო.
მიუხედავად იმის მტკიცებისა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ეს იქნება შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის ევრორემონტი, შემიძლია დაგიდასტუროთ შეხვედრის შემდეგ, რომ არანაირი ფანჩატურის მსგავსი ეს არ იქნება, რამდენადაც საუბარი არის აქ არა პარტიების გაერთიანებაზე, არამედ ერთობაზე ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე. საუბარი არის იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე, რის გარეშეც ჩვენ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ვერ დავიწყებთ. ცალსახად, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა რომ არის, საკითხების ირგვლივ დაახლოება პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და ენერგიის გაძლიერება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ. საუბარი, როგორც ნახეთ თქვენ პრეზიდენტის მხრიდან იყო კონკრეტულ დოკუმენტზეც და აქ მნიშვნელოვანია, მათ შორის, დოკუმენტით პრინციპების ირგვლივ დაახლოება პოზიციების და ამაზე შეთანხმება, არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. ეს არ იქნება საერთო, დიდი მაგიდა, სადაც ყველა იქნება ამ მაგიდის მონაწილე. აქ მუშაობა შესაძლებელია განსხვავებული ფორმატებითაც”, – ამბობს აქუბარდია.
კომენტარები