თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ამბობს:
“ნათლად არის აღნიშნული, რომ გამოძიება ძალიან დიდი დარღვევით და არაეფექტურად ჩატარდა. ეს სპეცოპერაცია სუს-მა ჩაატარა, სუს-მა დაიწყო ამ საქმის რამოდენიმე ხნის მერე გამოძიება, ის რაც მათ ძალიან დააზიანებდათ ის ნაწილი ასე ვთქვათ გაანეიტრალეს, ხელყუმბარა ააფეთქეს, მოაშორეს, მტკიცებულებები გაანადგურეს”
კომენტარები