NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა. რომ NATO-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას ამაზე, უკრაინული მედია ავრცელებს.
„NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების ჩართვა სიტუაციას ვერ მოაგვარებს. პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოიწვევს გამწვავებას“, – განაცხადა ჯოანამ ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზების განბლოკვის ვარიანტების შესახებ.
„მეორე ვარიანტი, რომელიც მართლაც ძალიან რთულია, არის შავი ზღვის გასწვრივ უსაფრთხო დერეფნების ორგანიზება. რუსეთი იქნება მათი თანაორგანიზატორი, რადგან რუსეთი მოთამაშეა ამ სცენაზე“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.
ამასთან, ჯოანამ დადებითად შეაფასა თურქეთის შუამავლობის მცდელობა, რომელიც თავად NATO-ს წევრია და ასევე გაერო-ს მონაწილეობა.
კომენტარები