NATO-ს შტაბ-ბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ბრიუსელის ოფისში მომუშავე 1 ადამიანს გამოუვლინდა. NATO-ში მომუშავე ჩრდილოეთ იტალიაში იყო სამოგზაუროდ. მან თავი ცუდად იგრძნო და შემდეგ ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ახლა ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას NATO-ს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ტესტის პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში NATO-ს შტაბში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით, რადგან მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენცია.
კომენტარები