აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,ორშაბათის მოკლე ფიქრები …
მაროდიორობა წესიერ ქვეყნებში სასტიკად ისჯება. ეს არის დანაშაულის ის სახეობა, რომელსაც დამნაშავეთა სამყაროშიც კი უღირსობად მიიჩნევდნენ.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისაგან ფულის დაცინცვლა მაროდიორობაა.
მაროდიორობა ფსკერიც აღარ არის, ფსკერს მიღმა სამყაროა.
ისრაელის ჩაბმა ხანგრძლივ ომში კატასტროფაა უკრაინის ფრონტისათვის არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.
იმედია ისრაელს ეყოფა სიბრძნე და არ დაწვრილმანდება მხოლოდ ბოროტების საცეცების მოკვეთაზე. ბოროტების თავის მოსაკვეთად რუსეთი უნდა დამარცხდეს.
ნატო-ს ტყვია-წამალის და ჭურვების საწყობები თითქმის გამოცარიელებულია.
უკრაინა უფრო სწრაფად ხარჯავს ამუნიციას, ვიდრე მიწოდებაა შესაძლებელი. ძვირიან და ეფექტურ ქვემეხებს ძვირიანი ჭურვები სჭირდება.
ამერიკის პოლიტიკურ კლანს მიეცა ახალი, გაუთავებელი სადებატო თემა ისრაელი vs უკრაინის დახმარებაზე.
საქართველო … როცა არ იცი რა უნდა გააკეთო და თან არც არაფრის გაკეთების ნიჭი და გაქანება გაქვს, სჯობს უძრავად დარჩე.
მაროდიორობა მაინც ტეხავს; უთხარით იმ …-ს; სირცხვილია.”
კომენტარები