ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისაგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში , ჯოზეფ ბორელი ევროპული საბჭოს სხდომის წინ შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებას, გახდნენ NATO-ს წევრები გამოეხმაურა და აღნიშნა:
“დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა წევრი სახელმწიფოსგან მიიღებენ ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს ჩვენს ერთიანობას ზრდის და გვაძლიერებს. […] დარწმუნებული ვარ, საბჭო მხარს დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. ვიცი, რომ თურქეთმა გარკვეული წინააღმდეგობები წარადგინა. იმედი მაქვს, NATO შეძლებს ამის დაძლევას”.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთი და ფინეთი “ღიად უჭერენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას/სახალხო თავდაცვის შენაერთს (PKK/YPG), რომლებიც უტევს თურქეთს, კლავს ჯარისკაცებს და ხალხს.”
კომენტარები