რა ხდება ავღანეთში, სადაც ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. მათი დიდი ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს უსაფრთხოების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლას.
“კურიერის” ინფორმაციით, მხოლოდ 6-მა ქართველმა მოახერხა ადგილზე მისვლა. ისინი შედარებით ახლოს იყვნენ აეროპორტთან. საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა თურქი სამხედროების დახმარებით უნდა მომხდარიყო.
“კურიერი” ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ავღანეთში NATO-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება. ზაურ ჯაყელიძემ ისაუბრა თუ რა მდგომარეობაა, როგორ ემზადებიან ადამიანები ევაკუაციისთვის, როგორ ეხმარებიან მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ ჯერ პირველ ეტაპზე მოხდეს მათი დოკუმენტების წესრიგში მოყვანა და შემდეგ უკვე უსაფრთხო სამხედრო ვერტმფრენების დახმარებით დატოვონ ტერიტორია.
ზაურ ჯაყელიძე:
“ამ ბაზაზე მომხვედრი პირები, ვინც კი მოხვდება, ეს უკვე ავტომატურად იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე მარტივად ფეხით დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილის გავლა მოგვიწევს, შევდივართ ამ შენობაში, გავდივართ რეგისტრაციას და ვჯდებით პირდაპირ ვერტმფრენში. უახლოეს ბაზაზე გადავაადგილდებით, ეს იქნება შეიძლება ყატარი, ქუვეითი ან ერაყი თუნდაც, სადაც მოხდება უსაფრთხოება და ამის შემდეგ უკვე ჩვენი კომპანიები გვყიდულობენ ჩვენ ბილეთებს და მოვდივართ მშვიდობიანად სახლში.
დღეს სამწუხაროდ ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საელჩოს წარმომადგენლებს უკეთებენ პირველ რიგში ევაკუაციას, ამერიკელი იქნება ეს, ბრიტანელი თუ სხვა, ამის შემდეგ უკეთებენ ევაკუაციას ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც კონკრეტულად მუშაობდა ამერიკისთვის, ბრიტანეთისთვის, დანიისთვის და ა.შ. და ალბათ შემდეგ ვიქნებით ჩვენ”
კომენტარები