ნატოს კარი ღია რჩება და უკრაინა ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ახლა პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფაა, რათა მათ ბრძოლის ველზე უფრო მეტ უპირატესობას მიაღწიონ. შემდეგ კი იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი ისე, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს წევრობის შესახებ ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული უცვლელია.
კომენტარები