ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში, წერს:
„შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას:
სოციალური პაკეტი
- დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: ? ლარი
- დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: ? ლარი
- სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: ? ლარი
- კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: ? ლარი
- ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ? ლარი
ეკონომიკური პაკეტი
- სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: ? ლარი
- კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: ? ლარი
- კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: ? ლარი
- ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: ? ლარი
- ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: ? ლარი
- მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: ? ლარი
- კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: ? ლარი
- საკრედიტო-საგარანტიო სქემა: ? ლარი
- სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ? ლარი
ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა ????-???? წლებში.
ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი:
- ასეულობით გაჩერებული მშენებლობა;
- ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი;
- ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი;
- ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე;
- 1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.
იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას.“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.
კომენტარები