გიორგი გახარია “ქართული ოცნებას” პასუხობს და ამბობს:
უკვე იმდენი ფაქტია მუნიციპალურ დონეზე ოცნების და ნაცების თანამშრომლობის. პარლამენტშიც. აი, იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს. ქოლ-ცენტრები არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ნაცები და ქოცები. ქოლ-ცენტრები არის იდეალური მაგალითი, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე როგორ შოულობენ მილიარდებს ნაცებიც და ქოცებიც და მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ კოალიცია არ გვაქვსო.
შენ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ ფული იშოვო, ფულს ვისთანაც შოულობ ის არის შენი ნამდვილი პარტნიორი. და ეს ქოლ-ცენტრები არის ყველაზე კარგი მაგალითი ქოცების და ნაცების თანამშრომლობის. თუ ასე არ არის, აბა ან ერთმა, ან მეორემ თვითონ დააინიცირონ ამ კომისიის შექმნა. ამიტომ არის, რომ გამოძიება არ უნდათ და ამ კომისიის შექმნა. ეს კომისია რომ შეიქმნას, ერთმანეთზე მოუწევთ ჩვენების მიცემა. ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ.
არ უნდათ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს გააკეთოს არჩევანი ნაცსა და ქოცს შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს ნაცი რატომ ძალადობდა ფიზიკურად, და კარგად ხედავს ოცნება როგორ ძალადობს დღეს ფსიქოლოგიურად. ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა არჩევანი არ არსებობს რეალურად. ახლა ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური მოძალადით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება.
კომენტარები