,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
,,გრძელდება ნაცების მხრიდან თარიღებთან ბრძოლა, სხვა რაღა დარჩენიათ. მათი 25 დეკემბერი წარუმატებლად ებრძვის ჩვენს 7 იანვარს, 8 მაისი – 9 მაისს, 7 აგვისტო – 8 აგვისტოს. იმ რვა აგვისტოს, რომელსაც ფარისევლურად აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში, რომელიც თავისივე პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ოფიციალურად და დოკუმენტურად არაერთგზის არის აღიარებული.
დღესაც არ უღალატეს თავის წესჩვეულებას – დეტექტიური ჟანრის კინემატოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც მკვლელი როგორც წესი ესწრება თავისი მსხვერპლის დაკრძალვას და მერეც ხშირად აკითხავს მის საფლავს – ნაცებმა დღესაც შეამკეს თავისი პროვოკაციის გამო დაღუპული მეომრების მემორიალი და გვირგვინითაც შეამკეს იგი. უბრალოდ გვირგვინს აკლდა წარწერა: “თანამკვლელებისაგან!”.
ნაცების ამ ახირებას დღეს აჰყვა საქართველოში აკრედიტირებული დიპკორპუსის მრავალი წარმომადგენელი, რომელიც წელს პირველად ღიად მონაწილეობს ჩვენს საარჩევნო პროცესებში, თავისთავად საკუთარი აგენტურის სასარგებლოდ. 25 დეკემბერი, 8 მაისი და 7 აგვისტო – ეს არის მათი “ვირტუალური საქართველოს” და ვირტუალური “ქართველი ხალხის” საზეიმო თარიღები. ისეთივე საზეიმო, რა ზეიმით აღნიშნავდა 2008 წლის აგვისტოს დღეებში სააკაშვილი ჩვენს “ისტორიულ გამარჯვებას”…
კომენტარები