სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ყუფარაძე:
“ნაცების დროს არ ყოფილა ესეთი რამე რაც ახლა ხდება!
სოც დაუცველ ადამიანს, რომელსაც გუშინ საღამოს 6 საათზე წაუყენეს ბრალი და დღეს 12:00 საათზე ჩანიშნეს სხდომა და პროკურატურა გირაოს სახით 3000 ლარს ითხოვს. საქმე აღუძრეს იმაზე, რომ ადამიანი 10 წელზე მეტია კოჯორში დანგრეულ შენობის ნაწილში ცხოვრობს, ხოლო ის ტერიტორია შეისყიდა ვიღაც ლაშა სიხარულიძემ, რომელიც წარმოადგენს შპს “ტაბახმელა ვილიჯს”. პრაქტიკაში არ არსებობს ესეთი რამ, რომ ასე დაჩქარებულად ჩანიშნულიყოს პროცესი.
ასევე ამ შპს “ტაბახმელა ვილიჯის” წარმომადგენელს შესყიდული აქვს იქვე მდებარე მიწები სადაც 11 სოც დაუცველი ოჯახი 23 წელია ცხოვრობს და იმათ დასანახად შესაშინლებლად აჭერინებს ამ კონკრეტულ ადამიანს დღეს.
ასევე ამ ოჯახებს 21 წლის განმავლობაში არაერთხელ აქვთ შეტანილი განაცხადებები იმ ტერიტორიაზე არსებული სახლების დაკანონებაზე, ბოლო განაცხადი შეიტანეს 2021 ის 13 დეკემბერ, ხოლო ტერიტორია დაჩქარებულად 29 დეკემბერს შეიძინა აღნიშნულმა კომპანიამ.
შპს “ტაბახმელა ვილიჯის” უკან რომ ვიღაც დგას დაახლოებით უკვე ვიცით ვინც, ეს ფაქტია და ვადგენთ თუ ვინ არიან ის ხალხი და რამოდენიმე დღეში მოვახსენებთ საზოგადოებას მაათ ვინაობას.
სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი მოსახლეობის თხოვნით ჩართული ვართ ამ საქმეში და არავის მივცემთ იმის საშუალებას საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე ვინმე დაჩაგრონ!
Kakha Kaladze თბილისის მერია / Tbilisi City Hall ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საღოლ თქვენ, ოღონდ ფული იშოვოთ და ხალხი სულ არ გაინტერესებთ!”
კომენტარები