ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
“ნაცების დროს ნაცების მაჩალკამ და ქოცების დროს ქოცების მაჩალკამ, გია მურღულიამ თქვა, გლოვას დუმილი უხდება და ბევრს ნუ ლაპარაკობთო. ასეთ ხალხზე აქვს დაწერილი ტარიელ ჭანტურიას ეს სკაბრეზი:
ჯანსუღთან ჯანსუღელი ხარ
ბერულავასთან ხუტელი
შენ კარგი კაცი არა ხარ.”
ცნობისთვის, გია მურღულიამ, სოციალურ ქსელში, დაწერა:
“ვაჟა-ფშაველა წერს “სტუმარ-მასპინძელში”:
“სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას – ტირილი დისაო,
ტყესა – ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს – ყმუილი მგლისაო…”
ერთი ფიქრი ასეთიც შეიძლება იყოს:
სტუმრები ჩვენ ვართ, ადამიანები, მასპინძელი კი წუთისოფელია, რომელიც მუდმივად გვასწავლის, რას რა უხდება, მაგრამ ამას ხან ვსწავლობთ, ხან – ვერა.
ცხოვრებას უყვარს შესატყვისობის პრინციპი, თორემ უადგილო ადგილას თუნდაც მართებულ ლაპარაკსა თუ ქცევას რა მძაფრი შედეგები მოსდევს, ვისაც არ ახსოვს, შეუძლია ქართული ზღაპარი “მუჭა-ნახევარა” გადაიკითხოს.
“ზოგ დროს – ყმუილი მგლისაო”.
კომენტარები