იმპერიალიზმის ნეოკოლონიალურ სტატუსში მყოფი, ვიეტნამივით გავლენის ზონებად დაყოფილი საქართველოს 20% რუსული იმპერიალიზმის საკუთრებაა, 80% კი – ამერიკულ-ევროპული იმპერიალიზმის, სადაც პოლიტიკური ტურა – კაპიტალისტური პოლონეთიც ცდილობს თავში წამოარტყას და ურტყამს კიდეც საქართველოს 20%-ს. ამის კლასიკური მაგალითია ის, რომ 2020 წლის 15 მაისს „ოცნების“ ცრუ გზასავალზე ისეთ სამარცხვინო ვითარებაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, რომ ქართველი საზოგადოება შოკიდან ვერ გამოდის. რა კორონა, რის კორონა, ყველაფერი დაგვავიწყდა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიიღო რა ამერიკულ-ევროპული და მასთან მიტმასნული პოლონეთის ბრძანება, როგორც ქვეშევრდომის მოვალეობაა, ისე პირნათლად შეასრულა ეს დავალება და შეიწყალა განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები, პოლიტიკური მანიაკები, დემორალიზებული ელემენტები, იმპერიალიზმის ცოფიანი ძაღლები. ხაზს ვუსვამ – ცოფიანები და არა ჯანმრთელი ძაღლები. ჯანმრთელი ძაღლი ადამიანის მეგობარია, მაგრამ ცოფიანი ძაღლი – არა. ახლა ამერიკელი სენატორები, კონგრესმენები და კონგრესვუმენები, ევროპელი და პოლონელი დეპუტატები კმაყოფილები არიან საქართველოს ეროვნული დამცირებით, რაც “ზემოდან” მითითებით, დასავლეთში გაზრდილმა საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა, როცა ციხიდან გამოიყვანა საქართველოს დაუძინებელი მტრები – ბიუჯეტის ვირთხა გიგი უგულავა და აფერისტი, მაბეზღარა და მატყუარა ოქრუაშვილი. რიგში მდგომ ყოფილ მხედრიონელს, დასავლეთის ელიტისთვის „სინდისის პატიმარს“ და „დიდ პოლიტიკურ მოღვაწეს“ ჟორჟიკა რურუასაც, იმედია, შეიწყალებენ.
სწორედ იმ დღეს, 15 მაისს, როცა ნაცბანდის პოლიტიკურ დამნაშავეებს იწყალებდნენ თბილისში, ნაცბანდისგან შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2012 წლამდე შეკერეს „ნაცებმა“, ხოლო ორი წლის წინ მათმა ზონდერმა პროკურორმა გიორგი გაგნიძემ ისევ თაროდან ჩამოიღო და „ოცნების“ სასამართლოს გადაუგზავნა, „ოცნების“ მოსამართლე ლელა ნოზაძემ საქართველოს სახელით საქართველოს მოქალაქეს, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში მყოფ რევაზ გოგიძეს თბილისიდან ონლაინ რეჟიმში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საგაზეთო წერილში ვესაუბრები ნაცებისა და ქოცების მძევალთან, ბატონ რევაზ გოგიძესთან, რომელიც განაჩენის გამოტანისთანავე „ალიას“ დაუკავშირდა თურქეთიდან და მისი ნაამბობი სიტყვასიტყვით ჩავიწერეთ.
რევაზ გოგიძე:
– ნაცებისა და ქოცების ნაკარნახევი კოჰაბიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. ამის კლასიკური მაგალითია ავაზაკების და კრიმინალების უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება. ბოლო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალებზე“ დიდი დამნაშავე არ ჰყოლია, ისევე როგორც „ოცნების“ მსგავსი დანაშაულობების დამფარველი ხელისუფლება. დავუბრუნდეთ კონკრეტულ თემას, თუ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ორივე რეჟიმის ხელში. მივყვეთ ქრონოლოგიას. ნაცების რეჟიმის დროს მქონდა სარეკლამო ბიზნესი ჭავჭავაძის გამზირზე. მე და ჩემი მეუღლე ამ საქმით ვიყავით დაკავებული. ვეხმარებოდით საქართველოში მცხოვრები სლავური წარმოშობის მოქალაქეებს, რუსებს, პოლონელებს, უკრაინელებს. ბებია უკრაინელი მყავს. ამ ადამიანებმა ქართული არ იცოდნენ და მათ იურიდიულ დახმარებას ვუწევდით. ყველაფერი სამართლებრივად ხდებოდა. ინდმეწარმის საბუთი მქონდა და ვიხდიდი გადასახადებს, მაგრამ ნაცხროვისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, ისე გადაგვეკიდნენ, რომ საშველს არ გვაძლევდნენ. შემოგვიგზავნეს სახელმწიფო აუდიტი, თითქოსდა, გადასახადებს ვუმალავდით სახელმწიფოს, ამ მოტივით. ამ დროს, როგორც ვთქვი, ყველაფერი წესრიგში იყო. ჩაატარეს შემოწმება, რა საბუთებიც კი მომთხოვა შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის აუდიტმა დიანა სოზაშვილმა, ყველაფერი მივუტანე. შემოწმების შემდეგ მან ფალსიფიკაციით შეადგინა ეს დოკუმენტები და მეუბნება, ჩაუბარებელი თანხები გაქვსო. გავასაჩივრე ორჯერ, მაგრამ რა, მიზეზად მოიტანეს, დაკლება გაქვსო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი სტრესისგან, ვერ აღგიწერთ. ერთმა მითხრა, შეეშვი კაცო, დაწყნარდი, ეს საქმე მალე გავა არქივშიო, რადგან „ოცნება“ მოდიოდა. ჩემს ანგარიშებს ყადაღა დაადეს.
– მარტო ანგარიშებს თუ ქონებასაც დაადეს ყადაღა?
– ქონება არ გამაჩნდა. ოთხი ბანკიდან გამოვიტანე სესხი. შვილიშვილი საბა 10 წლისაა და მთელმა მსოფლიომ იცის მისი აუტოიმუნური დაზიანების შესახებ. ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. მერვე თვეა, თურქეთის კლინიკაში ვართ მთელი ოჯახი. რაც ჰქონდათ და ებადათ ჩემს ნათესავებს და ახლობლებს, ყველაფერს გვაწვდიან, რაც საბას მკურნალობას ხმარდება. ასეთ უკიდურესად მძიმე ოჯახური მდგომარეობის პირობებში ვარ. ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა ირაკლი ცირეკიძემ დედნების გარეშე მოახდინა დოკუმენტების გადაგზავნა მთავარ პროკურატურაში, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი პროკურორმა გიორგი გაგნიძემ ეს შეთითხნილი საქმე სასამართლოს გადაუგზავნა.
– მაინც, რა უნდოდათ თქვენგან, თუ ქონება არ გაგაჩნდათ და მხოლოდ ბანკის ვალები გქონდათ. თან, ეს საქმე ხომ უკვე ხანდაზმული იყო?
– დიახ, ეს საქმე თაროდან ჩამოიღეს და იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ პროკურორებმა და მოსამართლეებმა გააცოცხლეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა უნდოდათ ჩემგან? ნაცრეჟიმის დროს ჩამოვაყალიბე საზოგადო მოძრაობა „საქართველოს უკვდავი პოლკი“. ეს მოძრაობა არ მოეწონათ.
-რა მიზანი ჰქონდა „საქართველოს უკვდავ პოლკს“?
– კეთილშობილური მიზანი. მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ვეტერანებს ვაქცევდით ყურადღებას. რადგან ეს მოძრაობა თავდაპირველად წამოვიდა რუსეთიდან, ეს არ მოეწონათ. ეს მოძრაობა 175-მა ქვეყანამ აიტაცა, მაგრამ სააკაშვილი თავად იყო ფაშისტი და ფაშიზმის წინააღმდეგ მოძრაობებს ის და მისი გუნდი უპირისპირდებოდნენ. გაიხსენეთ, როგორ დაანგრიეს ქუთაისში მემორიალი. იმიტომაც შექმნა თავისუფლების ქარტია.
– ფაქტობრივად, თქვენი დევნის მიზეზი ამ მოძრაობის დაფუძნება იყო?
– რა თქმა უნდა, ჩემს საბუთებში არავითარი ხარვეზი არ ყოფილა. არც ფინანსურმა გამოიძია ეს საქმე, არც გენერალურმა პროკურორმა და პირდაპირ სასამართლოს გადაუგზავნეს. სასამართლო სხდომები ორი წლის წინ დაიწყო. იურისტიც კი არ სჭირდებოდა, ყველა შეამჩნევდა, თუ როგორ იყო ეს საქმე შეკერილი, თავისი გათვლებით. სიმართლე რომ დაგვემტკიცებინა, მივმართე სამხარაულის ეროვნულ ექსპერტიზას. ბუნებრივია, მან მომთხოვა საბუთების დედნები. მივმართე შემოსავლების სამსახურს, რომელმაც მომწერა, თქვენს საბუთებს ვერ პოულობენო. ყველაფერი წინასწარ იყო განადგურებული. სამხარაულმა, რა თქმა უნდა, ვერ გაბედა, ესენი ემხილებინა. თავის თავზე ვერ აეღო, დასკვნა რომ გაეცა. სასამართლო სხდომები ისევ გაგრძელდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასამართლო ჩიხში იყო შესული. 15 მაისს, როდესაც ბიუჯეტის ქურდები და კრიმინალები შეიწყალეს, მე სრულიად უკანონოდ გამასამართლეს და 5 წელი მომისაჯეს. „ოცნების“ მოსამართლემ ლელა ნოზაძემ ყველა მტკიცებულებას გვერდი აუარა. სახელმწიფო აუდიტ დიანა სოზაშვილის მიერ მოხდა საბუთების ორიგინალების გაქრობა. განაჩენი ონლაინ რეჟიმში გამომიტანეს.
– ბატონო რევაზ, რას აპირებთ?
– მთავარია, ამჟამად შვილიშვილი მყავდეს კარგად. გასაჩივრებისთვის ერთი თვე მაქვს. ნაც-ქოცების მოსამართლე ნოზაძემ მითხრა, შეგიძლიათ, შეწყალება დაწეროთო. მე არ ჩამიდენია დანაშაული და შესაწყალებელიც არაფერი მაქვს. ჩემს საქმეში რასაც მაბრალებენ, თითქოს სახელმწიფოს გადასახადები დავუმალე, ეს არის სრული სიცრუე. სახელმწიფო ბოლომდე ჩამოიშალა. ვინ არის დამნაშავე და ვინ – უდანაშაულო, ყველაფრის შეფასება დარღვეულია. გვეუბნებიან, დამნაშავეები არიან უგულავები და ოქრუაშვილები, მაგრამ მათი თავისუფლებაზე ყოფნა აუცილებელიაო. ეს ხომ ქართველი ხალხის დაცინვაა. ჩვენ 2012 წელს ასეთი ხელისუფლებისთვის ხომ არ გვიბრძოლია. ოცნებამ პატიოსანი ადამიანები ახლოს არ გაიკარა. თუ ქართველი ხალხი არ დაირაზმა და არ დაასრულა კოჰაბიტაცია, არაფერი გვეშველება. ხომ ხედავთ, ნაცების შეთითხნილი საქმე ოცნებამ ისევ ნაცებით მიიყვანა ბოლომდე. ჩემი სისხლის სამართლის საქმე არის „ოცნების“ რეჟიმის სახე. ახლა ვთხოვ იმ სენატორებს, კონგრესმენებს, ევროპარლამენტარებს, ჩაიხედონ ჩემს საქმეში, ნახონ, როგორი უკანონობაა, მაგრამ ვიცი, ისინი კი არა, ჩემი საქმით საქართველოს სახალხო დამცველიც კი არ დაინტერესდება. საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგში. ჩვენს ქვეყანაში სიმართლისათვის ბრძოლას აზრი არა აქვს. ახლა ტრაბზონში შევიტყვე, რომ არჩევნებში ხმის მიცემა უნდა შემოიღონ ფოსტით. ამას გააკეთებენ კოჰაბიტანტები – ქოცები, ნაცები და ევრონაცები. ხომ წარმოგიდგენიათ, გაყალბების რა საშუალება ექნებათ ამ გაიძვერებს. ხალხს ხმის უფლებასაც ართმევენ და ამას აკეთებენ ფოსტით.
ნანა სულავა
ალია №17
კომენტარები