მოძრაობა “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“14 წელი წამებიდან, რომელმაც შეცვალა საქართველოს თანამედროვე ისტორია! რომელმაც ახალგაზრდებში გააჩინა პროტესტის დაუცხრომელი გრძნობა და ბრძოლის ჟინი! წამება, რომელმაც დაგვანახა რომ თითოეული ჩვენთაგანი იყო საფრთხეში!
დღეს 28 იანვარს სანდრო იპოვეს! ოქროყანის სასაფლაოს ახლოს წამებით მოკლული ნახეს! დღეს 28 იანვარს კიდევ ერთ დედას გადაუკეტეს ჰაერი! კიდევ ერთი დედა დატოვეს სუნთქვის გარეშე, მაგრამ რა იცოდნენ, რომ ეს დედა იმდენს იზამდა, რომ სახელი და გვარი “სანდრო გირგვლიანი” ნაცებისთვის დასასრული, ხოლო მსოფლიოსთვის მათი პირსისხლიანი რეჟიმის დასტური გახდებოდა! ნაცებმა არ იცოდნენ რამხელა ძალა აქვს ქართველ დედას!”
კომენტარები