მხატვარი შოთა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თითქმის სრულად განთავისუფლდა ქართული ოცნება იმ ადამიანებისაგან, ვინც უშურველად შესწირა ჯანმრთელობა ქონება და სიცოცხლე ნაცების რეჟიმთან ბრძოლას.
აწი არაფერი მაქვს მოსარიდებელი მოვუწოდო იმ ბოლო მოჰიკანებს ვინც კიდე შემორჩა ოცნების რიგებს, დაფიქრდნენ რა იდეისათვის რჩებიან ამ სრულიად ამორფულ და საზრისიდან დაცლილ პოლიტიკურ პანოპტიკუმში.
არგუმენტები ნაცებთან ბრძოლისა უკვე სრულიად კომიკურია, როცა თითქმის ყველა ნაცების რეჟიმის ფულის ტომარა, უპრინციპო და უნამუსო მედროვე თქვენს რიგებშია.
მესმის, კრედიტების სიმძიმე და ჯიბის სიმჩატე ვერაა კარგი მეგობარი პრინციპულობის, მაგრამ ცოტა სულიკასაც მიხედეთ, ფულიკა კი ცოტა ჩააჩოჩეთ.
არ მოგიკითხავთ მგონი, ჩვენ როგორ ვიცხოვრეთ ეს 8 წელი და არც გაყვედრით. საქმეები გქონდათ, სხდომები, სესიები, თათბირები, სად გეცალათ თუნდაც ტელეფონის ზარისთვის. ისიც მესმის რომ საზიზღარი ნაცების მობრუნებას აკავებდით საკუთარი მკერდით და ვიღაცამ უკანა შესასვლელიდან შემოუშვა თქვენს ბინაში მდგმურები.
ახლა კი ამ მდგმურებმა გაასახლეს თქვენი თანამებრძოლი მეგობრები და მათი ადგილები დაიკავეს თქვენს სახლში. თეიმურაზ ხევისთავივით ნუ დაუდგებით მოსამსახურეებათ ჯაყოებს, ნუ გაბრინკდებით ასე ბოლომდე!!!
PS იმედი მაქვს გაიგებთ ჩემი მოწოდების ადრესატები ასეთ მწვავე რეაქციას და გამიხარდება თუ შესაბამისად მოიქცევით.
უფულოსოფოსი, ჟესტოკი აშოტ გენდერხეივანოვი.”
კომენტარები