“ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი, დეპუტატი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ოკუპანტებისათვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის 4 სიმბოლო – დროშა, ჰიმნი, გერბი და პრეზიდენტი❗
რაც, სხვათაშორის, ძალიან კარგად იცის ხოშტარიამ, რადგან ბევრჯერ უსწავლებიათ მისთვის ლექციების მოსმენის პროცესში, იმ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა❗აქვე დავაფიქსირებ რომ, ამ ქმედების შემდეგ, მისი ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის ❗
გავრილოვი, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, არცერთის საპირწონე არ არის ❗ მეტიც, ჟირინოვსკი, ზუგანოვი, ლავროვი და მთლიანი რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლობა არ არის ოკუპანტის ჰიმნის, დროშის, გერბის და პრეზიდენტის საპირწონე❗
აღსანიშნავია რომ დღეს, პარლამენტში არ გამართულა, მართმადიდებლური ქვეყნების შეხვედრა❗ არც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესია❗
მაშინ როდესაც, საქართველოს პარლამენტის სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარე , სახელმწიფოს მთავრობა და დიპლომატიური წარმომადგენლობა ესწრება, რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერება, მინიმუმ – საკუთარი ქვეყნისა და ოკუპაციით დაზარალებული ოჯახების დაცინვაა, მაქსიმუმ – ოკუპანტის ინტერესების გატარება❗
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არაფერ შუაში არ არის საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული სიმღერა, ეს არის რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი!!
ზუსტი და მოკლე ანალიზი რომ გავაკეთოთ, “ნაცებმა” დღეს საოკუპაციო ზოლი საქართველოს პარლამენტში გადმოიტანეს❗
“ნაცებო” თქვენი აგენტი დედა ვატირე????????? ❗ ეს არ შეგრჩებათ ??”
კომენტარები