“ქართუს” ყოფილი თანამშრომელი, მედეა შაფათავა, სოციალურ ქსელში, წერს:
ისე რა ტენდენცია წამოვიდა…
თუ ოცნების მხარდამჭერი ხარ და უი, წამით ვიღაც შეგეხო, იწყება მუქარები და “მხარდაჭერები”.თუ არ ხარ და ვაი და განსხვავებული აზრი გაქვს, და გადაგიარეს ჩლიქებით, ყველა გასუსულია და ბუჩქებშია.ორმაგი სტანდარტის მორალი გაქვთ, შეიგნეთ და თუ ამდენად მაღალი საზოგადოებრივი შეგნების ბრძანდებით, ნება იბოძეთ და თავად გამოიჩინეთ ჯერ ეს მორალი და შეგნება და მერე გადადით მუქარებზე.გავიგეთ (@გახარიას ტონით), რომ კოლექტიურ ბულინგში და შეურაცხყოფაში მაგრები ხართ, ახალი არაფერია. და ვიცით, რომ სასამართლოც, პროკურატურაც და სუსიც ჯიბეში გყავთ და შავს თეთრად ასაღებთ. Nothing new.სამართლიანობისთვის უნდა შეგახსენოთ, ფაბლიქ ობლიკ მორალეებს, მე და იუნა ოცნებას გადავაკვდით ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით მე – განსაკუთრებით. ნაცებმა გადაგვიარეს, ქალებმაგანსაკუთრებით.მაგრამ არც ერთმა, არც ერთი წამით არ შეიწუხეთ თავი საჯარო პოსტებით (!!!) რატომ? გეკითხებით ამ გუშინდელ ციგნებს და დღეს აგერ ჰაი სოსაიეთი მორალისტებს? რატომ არ გამოხტით საჯარო პოსტით არც ერთი?სტიგმა:პატარა კაცების და პატარა ქალების დიიიიდი მორალი. ქართულად კი – მედროვეები ხართ. სამარცხვინო მედროვეები. მორალისგან, სინდისისგან და ღირსებისგან დაცლილი დროებითი გაბერილი ფუტლიარები.პ.ს. ნაცებისგან აღარაფრით განსხვავდებით, თუ ამჩნევთ. მაგრამ იმათ განათლება მაინც ჰქონდათ, აქ კი მთავარი კრიტერია – მორჩილება და “ობშიაკის” ერთგულებაა.
კომენტარები