ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს:
“დღეს ნაცებს ისეთი “პოლიტიკური ეპილაციის” სეანსები აქვთ დილიდან, ამ პროცედურის ყველაზე მტკივნეული და მაზოხისტური ფორმით – როგორც ჩანს, ყველას სურს მოასწროს და მაქსიმალურად “ლამაზად” შეხვდეს “ქართული ოცნების” ზეგინდელ 10-წლიან საიუბილეო ზეიმს, ბიძინა ივანიშვილის მფარველი წმიდანის ხსენების დღეს და კახი კალაძის მიერ ორგანიზებულ “თბილისობას”. წინადადება მაქვს – ეს ტყავიანად სახეების საჯარო აძრობა, სადღესასწაულო განწყობის ფარგლებში, ჩაეთვალოთ მათ “დეპოლარიზაციის” პუნქტის შესრულებაში – ჯანდაბას…”
კომენტარები