ჟურნალისტი, ლაურა აბრამია:
“ახლა ძალიან ნუ აბლატავდებით ზოგიერთები, უი ისინი გევასევა ?არც ესენი უქნია ღმერთს. როცა გწერთ რომ უნდა ვაღიაროთ რომ ოცნების ხელისუფლებამაც ჩაიიმასქნა ბევრი მიმართულებით, ნაცებს ნუ გვადრი – არაა არგუმენტი. რა დროს ნაცი და ქოცია…
ახლა არ მცალია ოფისში ვარო რომ მეუბნები, ასიათასობით შენი ტოლი, ოჯახისშვილიც, ვაჟკაციც, შენზე მეტად განათლებულიც ( ბოდიში) მათ შორის ჩემიანები, თურქეთში ჩაის საკრეფად დადიან ბიძიკო, პოლონეთში არიან გადახვეწილები. კაია ხო ოფისი….
ხოდა მეც არ მცალია ახლა, სამ ლარს რომ ასცდა ის საწვავი უნდა ჩავასხა, იმიტოომ რომ, ტრანსპორტი არაა, ტაქსი გამატყავებს, 9 ლარს რომ ურახუნებს ის საშუალო ხარისხის 200 მგ.იანი კარაქი უნდა მოვუტანო ბავშვს, აეროზოლი “სინუფორტე”მჭირდება რომელიც 15 დან 20 ლარამდე მერყეობდა 67 ლარი ღირს ახლა ,( ნათესავმა მითხრა ასე ვიყიდეო) მამაჩემს თავის პენსიით რომ ვერ ყიდულობს ის პროდუქტები უნდა გავუგზავნო და ასეეე, რომელი ერთი, ხოდა ჩუმად მაინც იყავით. მადლობა ნახვამდის”
კომენტარები