„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თაკო ჩარკვიანი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენას ეხმაურება:
„რაც შეეხება ბატონ ირაკლის, გაერთიანებული ოპოზიცია ასეთ სახელს რომ ირქმევ და ასახელებ კანდიდატს, რომელიც, პრაქტიკულად, გორში ვერ ასახელებს თავის თავს, საბურთალოდან რატომ წაიღებს ხმებს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, პირადად მე არ მესმის.
იქ არიან კანდიდატები, მიმაჩნია, ისინი უფრო ძლიერი კანდიდატები არიან. უფრო ძლიერ კანდიდატად მივიჩნევ ალბათ სერგეენკოს, იგივე ბადრი ჯაფარიძეს უფრო ძლიერ კანდიდატად მივიჩნევ, ვიდრე ოქრუაშვილს. პრაგმატულად ვსაუბრობ. ჩემი გათვლით, თუ მოგება უნდა და უნდოდა გაერთიანებულ ოპოზიციას, ოქრუაშვილის დაყენება… ყველაზე სუსტი კანდიდატია.
როდესაც მითხრეს, რომ ნათელაშვილის ოფისში აპირებდნენ კანდიდატურის დაყენებას, თავიდანვე ვთქვი, დააყენეთ-მეთქი. მე ვერც იმ ოფისს ვეტყვი, ჩემი კანდიდატურა რატომ არ დააყენეთ-მეთქი, რადგან თავიდანვე გავემიჯნე, იანვრის თვეში და ვუთხარი – არ მინდა თქვენ დააყენოთ ჩემი კანდიდატურა-თქო. ვგულისხმობ ნათელაშვილის ოფისში ოპოზიციას. ჯერ ერთი, მომეწონა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბურთალოს რაიონში არ დააყენა 5-იანით კანდიდატურა.
ვიღაც იტყვის რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა რამ მაკავშირებდა, კოლეგებად მივიჩნევ, ახლაც ჩემს პარტნიორებად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლი“ ვართ. უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივიჩნევ პარტნიორებად და კოლეგებად, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ იდეებს, რაც სააკაშვილს აქვს და თანხვედრაა. ეს არის რუსეთთან ბრძოლა და რეფორმები. ამიტომ მესიამოვნა, რომ მათ კანდიდატურა არ დაასახელეს საბურთალოზე. ძალიან კარგი იყო ამ თვალსაზრისით“
კომენტარები