ჯიპას პროფესორმა, ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა:
სულ რევოლუციაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, აძლევს მმართველ პარტიას ხელში იმ არგუმენტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა პოლარიზაციის დასრულება. იმუქრებიან, ქუჩაში გადიან და ხელისუფლების დამხობა უნდათ. მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა ჩამოყალიბდეს, 2003 წლის დღის წესრიგით ცხოვრობენ, თუ შედიან ამ თამაშის წესებში. მათი ეს რადიკალური განცხადებები ხელს აძლევს მმართველ პარტიას. რიგგარეშე არჩევნებით რის მიღწევას აპირებენ, ყველამ იცის.
მმართველი პარტია ცდილობს, იპოვოს ბალანსი ომის თავიდან აცილებასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის. ეს ბალანსი ხან ირღვევა. „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალური დღის წესრიგი აქვს, რადგან ლიდერი ჰყავთ ციხეში. მათი მომხრეების უმრავლესობა რადიკალურად არის განწყობილი, 2013 წლის დღის წესრიგით ცხოვრობს.
შეიძლება ვცდები, მაგრამ ნიკა მელიაც იძულებულია გამოვიდეს და ანგარიში გაუწიოს ამ განწყობებს. ენმ-ს მომხრეები რადიკალურად არიან განწყობილი, მათ უნდათ აქციები და თუ ეს ძალიან ხშირად არ იძახეს, მხარდამჭერების იმედგაცრუება მოჰყვება. უნდათ დუღილის ტემპერატურა ასწიონ, მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ რაღაც დონეზე. ეს ორი წამყვანი პარტია თავისი დღის წესრიგებიდან გამომდინარე რაღაც დონეზე ამ პერსპექტივას აზიანებს. არ მგონია, მრავალი წლით დაიხუროს ევროპა“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხედ დღემდე რჩება და ხლა სახეზეა ძალიან აგრესიული რუსეთი.
„კანდიდატის სტატუსის თემა უკრაინის ომმა დაძრა. ახლა უკრაინა უფრო სრულმასშტაბიან ომშია ჩართული. შესაბამისად, სიტუაცია ჩვენ და მოლდოვასთან მიმართებაში უფრო სახიფათოა, ვიდრე იყო 2014-იდან 2022 წლის თებერვლამდე. ახლა სახეზეა ძალიან აგრესიული რუსეთი. რუსეთი დღემდე რჩება საფრთხედ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუსეთს ჩვენთვის არ ცხელა, მაგრამ მომავლისთვის არაფერი არ არის გამორიცხული. უცხოეთში თანამემამულეთა დაცვის დოქტრინა რუსეთს ადრე ჰქონდა, ამ მძიმე ფონზე მივაქციეთ უბრალოდ ყურადღება. 40 კილომეტრში რუსული ბაზა გიდგას და თუ მოუნდება, თავში გადაუტრიალდება რამე, პუტინი აგრესიას ისედაც ჩაიდენს“, – აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.
კომენტარები