ნაციონალური მოძრაობა ხვალ ვაჟა-ფშაველას გამზირზე აქციას გამართავს – ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქცია ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.
“მინდა დავაანონსო მორიგი აქცია, ხვალ ორ საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველასთან, გაიმართება აქცია და ველოდებით, ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს, დიახაც დღეს იყო, კალკი, გადმოტანის მცდელობა, იმ ყველაფრისა რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების, წინააღმდეგ, არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ […] დააკავეს 46 ადამიანი, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასიათასობით, მილიონზე, მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ყავს რეჟიმს, დროის საკითხია მხოლოდ, ამ რეჟიმის დამარცხება” – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ქვეყანაში მასშტაბურ აქციებს აანონსებს. ისინი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ამასთან, მათივე განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
კომენტარები