ოლიგარქის პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
“უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიციირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის გამოცხადების არსი გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება.
“კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი ანტიკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა,” – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოცნების პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლიდან-დღემდე პერიოდზე.
კომენტარები