რას აკეთებთ იმისთვის, რათა საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა – „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ“? – აღნიშნული კითხვით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა.
„რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა – „დარეკე რა თუ შეიძლება, რომ ყურადღება მომაქციონ.“ ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ჩემთვისაც, როდესაც მაწუხებს ვიღაც.
მესმის ახლა იქ ხელფასის ნაკლებობა და ძალიან ბევრი თემაა, მაგრამ თუ აკეთებთ რამეს იმისთვის, რომ პაციენტისადმი დამოკიდებულების სტანდარტი და ადამიანური დამოკიდებულების რაღაც სტანდარტი შეიქმნას და ასეთი დარეკვის, ნაცნობობის თემა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, რომ ეს იმის ნათესავია და ეს იმის ახლობელია და მიმიხედე თუ შეიძლება“
კომენტარები