საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე იმ დროინდელი ეროვნული მოძრაობის აქტივისტი ვარ, ჟინვალის ჰესის დაცლას რომ ითხოვდა. რომელიც ამტკიცებდა რომ, თუ ჟინვალი გასკდებოდა, თბილისს რამდენიმე მეტრიანი ტალღა გადაუვლიდა. კარგად მახსოვს დიდუბეში და პლეხანოვზე ხელმოწერებს როგორ ვაგროვებდით (განსაკუთრებული რისკის ზონად მიგვაჩნდა)
და ერთხელაც ვიღაც ინჟინერს გადავეყარეთ…
სახლში შეგვიპატიჟა…
ჩვენი მოთხოვნები რომ გავაცანით, მშვიდად გვიპასუხა : კარგი გოგო-ბიჭები ხართ. გულანთებული პატრიოტები, მაგრამ ამ “სირობაზე” ხელს ვერ მოგიწერთ, იმიტომ კი არა რომ კარგი კომუნისტი ვარ, იმიტომ რომ კარგი ინჟინერი ვარო…
მერე?
მერე სულ ის მქონდა ნატვრად, რომ ჩვენი მომავალი თაობა გულანთებულ პატრიოტებად აღგვეზარდა, მაგრამ ისე, რომ ჩვენნაირი @ირები არ გამოსულიყვნენ…”
კომენტარები