თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ერდოღანი ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნაზარბაევს შეხვდა “ანტალიის დიპლომატიური ფორუმის” გახსნის შემდეგ.
შეხვედრა, რომელიც პრესისთვის დახურული იყო სასტუმროში შედგა და 35 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
შეხვედრას ეხმაურება რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი და წერს:
“ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი ხომ ყველას გახსოვთ, იანვრის დასაწყისში რუსებმა რომ ჩამოაყუდეს.
ხოდა, ახლა ნაზარბაევი თურქეთშია და ერდოღანს ხვდება.
ანერვიულდნენ რუსები, თან ძალიან…
ეს სამყარო ისე არაა მოწყობილი, როგორც კრემლში გადაწყვეტენ.
ყველაფერი კარგად იქნება!
კომენტარები