2021 წლის 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში, ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა , – ამის შესახებ ინფორმაციას „სტუდია მონიტორი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, მათ წყარომ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები „მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.
“დაიჯესტთან” დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელი, ნინო მამუკაშვილი კომენტარს აკეთებს და ამბობს:
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი, თანამშრომლებთან ერთად, 24-ში წინანდალში, კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები. მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“
კომენტარები