ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- 51% – არა
- 35% – კი
- 13% – არ ვიცი
2020 წლის აგვისტოში იმავე კითხვაზე არა-ს 37% პასუხობდა.
საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.
სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
კომენტარები