NDI-ის კვლევის მიხედვით, სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო 2014 წლის შემდეგ 27%-თ გაიზარდა.
NDI-ს მიხედვით, 2014 წელს, სოც.მედია ინფორმაციის ძირითადი წყარო მოსახლეობის მხოლოდ 8%-სთვის იყო, ხოლო დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 35% მიიჩნევს სოციალურ მედიას ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ, ხოლო 26% მეორედ.
მოსახლეობის 57%-სთვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა.
რაც შეეხება თბილისის მონაცემებს, ტელევიზია ინფორმაციის მიღების პირველი წყარო მოსახლეობის 42%-სთვის არის, ინტერნეტი/სოციალური მედია – 51%-სთვის.
საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს. სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
კომენტარები