ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:
“ ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჩვენი გმირების პატივის მისაგებად ასულს, კონკრეტულმა სამთავრობო მედიამ დასვა შეკითხვა, რომელიც ზოგადად ცნობილია პროვოკაციებით. მედია საშუალება, რომელიც არანაირი კითხვა არ დაუსვამს შოვში განვითარებულ ტრაგედიაზე, არანაირი კრიტიკული კითხვა, რომ ღამით მიატოვეს მოქალაქეები, რომ ორი დღის განმავლობაში მდინარე გაქრა და ეს არავის არ მოუკითხავს, რომ ვერტმფრენები არ გვყავს, გაყიდეს ეს ვერტმფრენი, რომ ღამით განათება ვერ ხერხდებოდა და მიატოვეს სტიქიის დროს ადამიანები, ამაზე რომ კითხვები არ დაუსვამთ, იკითხა კონკრეტულმა სამთავრობო მედია საშუალებამ ქეიფთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არც კადრი, არც ვიდეო ჩემთვის ცნობილი არ იყო, შეუძლებელი იყო იმაზე კომენტარის გაკეთება, რაც ადამიანს ნანახი არ აქვს, ამიტომ მე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – ასეთ პირობებში, ასეთი გლოვის დღეებში, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რაიმე სახის ქეიფი, კიდევ ვამბობ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის, როგორც ორი შვილის მამას უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება, ამდენი ადამიანის გამწარება, ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგა ოჯახებმა, მცირეწლოვანი ბავშვები.
ყოველდღიურად სტრესის ქვეშ გვიწევს მოქალაქეებს ცხოვრება და ცალსახად მინდა ვთქვა, ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ მინისტრი, შს მინისტრი, სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ეკუთვნოდა, ვისახე ეხებოდა, ევალებოდა ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ფაქტს და ვწუხვარ ასეთ თემებზე რომ გვიწევს ასეთ მძიმე პირობებში კომენტარის კეთება.”
კომენტარები