ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოგებული, დაზიანებული თასების ფოტოებს “პრაიმტაიმი ავრცელებს.
„მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია“, – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.
წყაროს მტკიცებით, ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.
„ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები“
დაზიანებულ ნივთებს შორის არის 2018 წელს პეკინის ღია პირველობაზე მოპოვებული თასი.
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად ინახება ამჟამად ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, თუმცა ამბობს, რომ მისი მარწმუნებლის მხრიდან ნივთების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.
„პირველად მესმის მსგავსი რამ. სისხლის სამართლის საქმეში ეს ინფორმაცია არ დევს და არც მეორე მხარის მიერ გაჟღერებულა. განქორწინების შემდეგ მათ თავინთი ნივთები გაიყვეს და მე არ ვიცი, ამჟამად სად არის ბასილაშვილის თასები. ალბათ თან წაიღო. ის ნამდვილად ვიცი, რომ არანაირი თასების დამტვრევას ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ანა თავხელიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
კომენტარები