აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში წერს:
“პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ბრიფინგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის პირდაპირ კანდიდატობის მინიჭება იქნებოდა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა და პრაქტიკულად მავნებლობა.
ბატონმა პრემიერმა თავის მოკლე გამოსვლაში დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის ძალიან საშიში პოლარიზაცია და რომ ამ პროცესში 50% პასუხისმგებლობა მთავრობისაა.
ნელნელა ევროკავშირის სხვა მოთხოვნების გააზრებაც მოუწევს “ოცნებას”. ცხადია, მათ არა აქვთ არანაირი ინტელექტუალური რესურსი, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრან, მაგრამ თავისთავად აღიარებაც უკვე პროგრესია.
რომ არა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის სტატუსის გადავადება, არც საქართველოს მთავრობა და არც ქართველი ხალხი არ აპირებდა და არც დააპირებდა საკუთარი სავალალო მდგომარეობის გადახედვა-რევიზიას.
სწორედ ამიტომ უნდა მივიდეთ დღეს საღამოს ისევ რუსთაველზე და უნდა ვიაროთ მანამ, სანამ მთელ მსოფლიოს არ დავანახებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროსთან დაახლოებისათვის.
მივიდეთ!
ერთად დავდგეთ!
ერთად მივაღწიოთ!”
კომენტარები