ექიმი, ზაზა ჭუმბურიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნელ-ნელა გვაპარებენ”?
Gavi (იგივე კოვაქსის პლატფორმა)-ის ახალი პოსტი, ეს არის ორგანიზაცია,საიდანაც საქართველო ელოდება “თავის წილ” ვაქცინას მოსახლეობის ასაცრელად, COVID-19 ის წინააღმდეგ. ეს პოსტი იმსახურებს თარგმნას ინგლისურიდან და მედიაში აქტიურად გაშუქებას.
ძირითადი ამონარიდები: ვაქცინების უმეტესობა ვერ ქმნის ორგანიზმში “სტერილურ იმუნიტეტს”
რა არის “სტერილური იმუნიტეტი”?!- იმუნიტეტი,როდესაც ინფექცია/ვირუსი ვერ აღწევს ადამიანის უჯრედში და ვერ იწყებს გამრავლებას. ანუ ინფიცირება არ ხდება.
როგორ მოქმედებს ვაქცინების უმეტესობა?!- ისინი ამსუბუქებენ დაავადების სიმპტომებს და ავადობა მიმდინარეობს მსუბუქად ორგანიზმისთვის. ინფიცირების პრევენციას ვერ ახდენენ.
მაგალითისთვის Rotavirus ის ვაქცინა (ჩვენთან ენტეროვირუსით ცნობილი) მისი ვაქცინაციის დაწყებიდან 2006 წელს (საქრთველოში გვააქვს ეს ვაქცინა??) ბავშვების მიმართვიანობამ აშშ-ს კლინიკებში დიარეის ჩივილებით იკლო,ან მიმდინარეობს მსუბუქად. (ჩემი აზრით,ეს აცრა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის ვინც “ზღვაზე” მიჰყავთ, 2005 წელს ძალიან მწვავედ გადაიტანა “ენტეროვირუსი” ჩემმა 5 წლის შვილმა).
ვაქცინებმა იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ეს არის ფ ა ქ ტ ი.
რაც შეეხება “კორონავირუსის” ვაქცინებს, აქაც საუბარია იმაზე რომ ვაქცინა ვერ მოახდენს “სტერილური იმუნიტეტის” შექმნას, ანუ ინფიცირება მაინც მოხდება, მაგრამ პაციენტი გადაიტანს უსიმპტომოდ. ამასთან , “იმედია” ის ვეღარ იქნება ვირუსების გამავრცელებელი.”
კომენტარები