გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა.
ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში პელოსი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. ტაივანის პრეზიდენტის თქმით, პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის მესიჯს, რომ “დემოკრატიები ერთად დგანან საერთო გამოწვევების წინაშე”.
შეგახსენებთ გუშინ განვითარებულ მოვლენებს, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: “ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება”.
კომენტარები