ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 18 ადამიანი. ნეპალის Saurya Airlines-ის კუთვნილი რეგიონული სამგზავრო თვითმფრინავი დედაქალაქ კატმანდუდან აფრენიდა, ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა.
თვითმფრინავში ეკიპაჟის ორი წევრი და 17 ტექნიკოსი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი, კაპიტანი გადაურჩა. ბორტზე მყოფთაგან თვრამეტი ნეპალის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი ინჟინერი იემენიდან.
კომენტარები