ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,მომეტებული საფრთხე როდისაა მთავარსარდლისთვის ? მაშინ, როცა მტერია შემოჭრილი ქვეყანაში და მთავრობის დამხობის გაცხადებული მიზანი აქვს. ასე იყო ზელენსკის შემთხვევაშიც. პირდაპირ დივერსიული ჯგუფები იმყოფებოდნენ კიევში პრეზიდენტის ლიკვიდაციის დავალებით.
რა მდგომარეობა იყო 2008 წელს. ბომბები ცვიოდა, რუსეთის თვითმფრინავები ცაზე. ამ დროს სააკაშვილი ჩავიდა ცხელ წერტილში. შეიქმნა ვითარება, როცა საჭირო გახდა ადგილის სასწრაფოდ დატოვება, მერე დაცვამ მიიღო ზომები.
16 წელი ეს თემა ჰქონდა ხელზე დახვეული რუსულ პროპაგანდას. ქართული ოცნებაც მუდმივად ამ საკითხს იყენებდა უსინდისოდ. მილიონი მაგალითია, როცა დაცვა ასე იქცევა და ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი მსგავს სიტუაციებში.
აქვე გაგახსენებთ, რომ სააკაშვილს ქვეყანა არ დაუტოვებია ომის დროს, არადა ტანკები თბილისისკენ მოიწევდნენ. მისი ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, რატომაც სახელმწიფო არ ჩამოგვემხო თავზე. ზელენსკის შემთხვევაშიც ასე იყო – მისი წასვლა და უკრაინის დამხობა ერთი იქნებოდა.
შეიძლება, ვიღაცას არ ახსოვს, მაგრამ 2011-2012 წლებში პოლიტიკაში ახალშემოსული ივანიშვილი სწორედ დაჯავშნილი შუშებიდან მიმართავდა ხალხს მიტინგებზე.
რა ვნახეთ გუშინ – ეს კაცი მთლად აკვარიუმში ჩაჯდა და გვერდით მდგომებს საერთოდ არარაობად აგრძნობინა თავი (ისედაც არიან). ზემოდან მთლად ბადე გადაიფარა, როგორც საჩხერეში ხოხბებს გადააფარა ტყეში.
ჩვენ გუშინ ვნახეთ მხდალი რუსი, მატყუარა კაცი, რომელიც თავად შეშინებული, ხალხის შეშინებას ცდილობს. მე არც მახსენდება ამ ქვეყანას ოდესმე ჰყოლოდეს ასეთი სამარცხვინო მმართველი.
ნეტა ახლა რას ფიქრობენ ქართული ოცნების ჯერ კიდეც შემორჩენილი მხარდამჭერები?!”
კომენტარები