ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე წერს:
“საქართველო არის ადგილი,სადაც ერთი ადამიანის გაბედნიერება აუცილებლად მეორე ადამიანის გაუბედურების ხარჯზე ხდება-სხვანაირად არ შეუძლიათ. ვისაც ყველას ბედნიერება ერთნაირად უნდოდა-ის კარგად გამოიყენეს,მაქსიმალურად მოწველეს,ცხოვრება აიწყვეს და ახლა აღარავის სჭირდება. ნეტავ გაგიშვან ამ სერპენტარიუმიდან და აღარც გამოიხედო აქეთ-ამ ქვეყანაში ერთგულება და თავგანწირვა დასჯადია,ღირებულებების ერთგულება და იდეალიზმი კი დაცინვის საგანი. არა,პირში არავინ-მაგრამ გულში დაგცინებენ და გიჟად ჩაგთვლიან საკუთარი ცხოვრების კარგად მოწყობის სპეციალისტები. ეს ერთადერთი პროფესიაა,რომელსაც ზედმიწევნით ფლობენ გრუზინები.”
კომენტარები