კონსტანტინე გამსახურია, ირინა სარიშვილს პასუხობს და წერს:
“ეხ, ირინე, ირინე (გურამ პეტრიაშვილმა 1991 წლის 22 დეკემბრის მეტად ემოციურ გამოსვლაში რუსთაველზე სროლების დაწყებისას გამოიყენა სახელის ეს ფორმა…) ნეტავ შენ არ ჩაგეწვეთებინა იეზუიტური სუგესტიის ცნობილი მეთოდით საცოდავი გიასთვის ბოროტი და დამღუპველი შხამ-აზრები…. დღესაც ცოცხალი იქნებოდა, ზვიადთან და მერაბთან ერთად ოქროს ასოებით ეწერებოდა საქართველოს ისტორიაში და არც ჩვენ ვიქნებოდით 30 წელიწადის მანძილზე ამ უბედურ დღეში, ქვეყანა კი სამშვიდობოს გასული. თორემ “ბალღ” გიორგის განა ასეთი რა უნდა ეთქვა თქვენთვის.
Irina Sarishvili წერს: გიორგი, სულ პატარაობიდან გიცნობ. ეროვნულ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ არ გვქონია შეხება, თუ არ ჩავთვლით იმას რომ პერიოდულად შენ სულ პატარას დედაშენი გარეკინებდა ჩემთან და გიასთან და ისეთებს გალაპარაკებდა ტელეფონში, თავადაც რომ არ გესმოდა მნიშვნელობა.
ამიტომ შენზე ვერც ვბრაზობდი.
მერე, ბევრი წლის მერე, გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს? სამთავრობო ვერტმფრენში – მე შევარდნაძის მთავრობის წევრი ვიყავი, შენ შევარდნაძის მილიციის თანამშრომელი. მოხვედი და გადამეხვიე. ავთოც იქ იყო ჯორბენაძე. მაშინ აღარ იყავი პატარა. არც ეხლა ხარ პატარა ამ სიტყვებს რომ წერ და არ გრცხვენია, გიორგი?”
George Gamsakhurdia (გიორგი გამსახურდია) “ტვიტერზე” პასუხობს:
სარიშვილს უბოდიალია რაღაცეები ფბ-ზე, ა.ჯორბენაძე ჩემი უახლოესი მეგობარია, ისევე როგორც მისი შვილები ჩემი ბავშვობის მეგობრები.მეორეც ვერტმფრენი არა,იაკ42 იყო. მესამე, შევარდნაძის არა, ვიყავი და ვარ სიცოცხლის ბოლომდე. გადახვევა და ეროტიკული მიხვრა-მოხვრაც არ მახსოვს, სალამი კი ღვთისაა. ჩემი შეცდომა კი მდგომარეობს იმაში, რომ მაგ სალმის ღირსად და ნორმალური ურთიერთობის ღირსადაც არ უნდა გამეხადეთ არასდროს, თქვენი მოდგმის ხალხი, აწი გამოვასწორებ. მანანას ვექილად ვერ გამოვდგები,მაგრამ მსგავსი რამე არავის დაუბრალებია, ნუ, მე არ გამიგია ყოველი შემთხვევისთვის. ისე აქვე დავსძენდი, გ.ჭანტურიას რაც თქვენ უქენით, იმის შედეგები მოიმკა მანაც და მისმა პარტიამაც. ალბათ ეგეც იგორმა დაგიკვეთათ თავის დროზე.ისე, ერთ კარგ საქმეს აკეთებთ, რაშიც მინდა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მხოლოდ ეგ გაგაკეთილშობილებთ თქვენი ბიოგრაფიის ფონზე.”
კომენტარები