სტიქია მძვინვარებს ნიგერიაში, წყალდიდობას დაახლოებით 500 ადამიანი ემსხვერპლა, დაზარალდა 1,4 მლნ-ზე მეტი.
წყალდიდობამ ქვეყნის 36 შტატიდან 27 მოიცვა. სინოპტიკოსების თქმით, დეკემბრამდე ნალექიანი ამინდი და წყალდიდობაა მოსალოდნელი.
2022 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით წყალდიდობამ 44 900 სახლი დააზიანა და 45 249 გაანადგურა. განადგურდა 70 566 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა და ნათესები.
კომენტარები