ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ვუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას,” – განაცხადა დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა და ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ნიღბის ტარების ვალდებულება უქმდება.
“ჩვენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ნიღბებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში.” – თქვა მინისტრმა.
დანიის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უკვე სრულად არის ვაქცინირებული.
პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება თვითმფრინავებსა და ქვეყნის აეროპორტებში, სადაც საერთაშორისო საჰაერო-სატრანსპორტო წესები მოქმედებს.
კომენტარები