უსამართლობას ვაპროტესტებ და რეჟიმმა ამის გამო მომაკითხა. დიქტატურა, აუცილებლა დასრულდება – ამ სიტყვებოთ მიმართა საბრალდებო სკამიდან საბა სხვიტარიძემ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას:
მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების ფაქტები, რაც განხორციელდა დაკავების მერე. პროკურატირის ოქმი არის ყალბი – მე დამაკავეს საერთოდ სხვა ადგილას, ოქმში წერია რომ მე მივედი ტავად სამამრთველოში. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე, მოვითხოვე ადვოკატ, რა დროსაც უარი განმიცხადეს. სამხრე კამერები არ ჩართეს. მამაჩემს პოლციამ ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა დარეკვა. წამომიყვანეს თბილისში, გზაში სამკოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ხალხს გადამცეს და მათ ჩამომოყვანეს მთავარ სამმართველოში.
მანქანაში მიმდინარეობს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგირუო ზეწოლა მუქაა გაუპატიურებით.
ამიყვანეს ერთერთ კაბინეტში, მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა გინება, მოვითხოვე ადვოკატი – დამცინეს. გავიდა ეს ხალხი და შემოვიდა სპეცეკიპირებოთ პირები – 4 პოლციელი, კეტავენ კარებს და ამ დროს იწყება ჩემზე ფიზიკური ძალადობა მირტყამენ.ამის მერე ბრუნდებინ გამომძიებლები – ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო.
სასწრაფო მოვითხოვე – რომ ვუთხარი ცუდად ვარ, მომაწოდეს პარკი და ვარწყიე. მემუქრებოდნენ რომ ჩამსვავმდენ და იქ გამაუპატიურებენ.
ავყავარ მერე მერვე სართულზე – მეუბნებოდნენ რა გგონია პოლიციელზე ძალადობა ასე შეგრჩებაო.გამომძიებელთან რომ ამიყცვანეს, სამი პოლციელი შემოვიდა და კიდევ დაიწყეს ჩემზე ძალადობა, გადამამტვვიეს თავზე ხის ნივთი, ერთი ნიღბიანი პირი აპირებდა სახეში ამორტყმას, ამის მერე გამომძიებელმა გააფორმა დაკავების ოქმი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. მეორე ჩემი წამების ეპიზოდს ქალი პოლიციელი ესწრებოდა.
კაპეზეზე ექიმს განვუცხადე რომ სასწრაფო მესაჭიროებოდა და მითხრეს, რომ არ მჭირდებოდა და შემიყვანეს საკანში.
ამის მერე მე სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და მე უნდა ვიჯდე ციხეში – ჩემზე იძლალდეს, მე თავს ვიცავდი და ამის გამო დამაკავეს. მოძალადეები დღემდე თავისუფლები არიან და აგრძელებენ ცემას”, – განაცხადა საბა სხვიტარიძემ.
საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია – შემდეგი პროცესი 20 თებერვალს ჩაინიშნა.
კომენტარები