„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადებით, ალბათ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი პირველ პროცესზე დაშვებულ შეცდომას გამოასწორებს.
ანზორ მელია ამბობს, რომ მისი შვილი გირაოს არ გადაიხდის.
„ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. თქვენ იცით, რომ მე ექიმი ვარ და უამრავ ავადმყოფებს ვღებულობ ყოველდღიურად, ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისათვის. ხალხს ძალიან უყვარს.
ალბათ მოსამართლე გამოასწორებს თავის პირველ დაშვებულ შეცდომას. არ გადაიხდის გირაოს, დაივიწყეთ ეს გირაო, არ არსებობს გირაო, ნიკას აქვს მისჯილი პატიმრობა და გირაოს, რომ არ იხდიდა შეგნებულად, იმიტომ წავიდა ციხეში“, – აღნიშნა ანზორ მელიამ.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
ნიკა მელია პარტიის ოფისში სპეცრაზმის გამოყენებით 23 თებერვალს დააკავეს.
კომენტარები