პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, გადაცემა “მთავარ ჭკვიანში” მოგებულ 50 000 ლარს “მთავარი არხის” გადარჩენის ფონდში გადარიცხავს.
“მთავარი არხის” გადარჩენის ფონდში ვრიცხავ ჩემს პრიზს, 50 ათას ლარს. ნიკა გვარამია, რომ გამოხვალ თავიდან უნდა მოგიგო.”
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, მაქსიმალური პრიზი, 50 ათასი ლარი მოიგო. ასევე, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, “რუსთავი ორის” დამფუძნებელ დავით დვალის ინიციატივით, “მთავარი არხის” დახმარების ფონდი შეიქმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.
კომენტარები