ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი:
გამოქვეყნდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების 2022 წლის ანგარიშში, 57 გვერდზეა განფენილი ცნობები და ფაქტები საქართველოში, პროგრესირებადი ავტოკრატიული რეჟიმის შესახებ. ყველა ინდიკატორით საქართველო კვალიფიცირდება მზარდ ავტოკრატიად, მიტაცებულ სახელმწიფოდ და დისფუნქციურ/ფასადურ დემოკრატიად.
Nika Gvaramia ანგარიშში 8-ჯერ არის მოხსენიებული, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ პასაჟებში.
წლიდან წლამდე ეს ანგარიში უფრო და უფრო მძიმდება და ეს სიმძიმე შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს პოლიტიკის მწარმოებელი პირებისათვის ვაშინგტონში და ეს აუცილებლად ითარგმნება ქმედებებში.
მოკლედ:


– წამებას, არაადამიანურ, სასტიკ ან დამამცირებელ მოპყრობას
– უკანონო და დაუსაბუთებელ დაპატიმრებას
– სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან მიმართებით არსებობს სერიოზული პრობლემები, მათ შორის გამოძიებებთან და დევნასთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოდ განიხილება პოლიტიკურად მოტივირებულად
– პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა
– გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მუქარა
– არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში
– დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რომლებიც მიმართულია LGBTQI+ პირებსა და აქტივისტებზე

კომენტარები